საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ყველა ქვეყნისგან სამშვიდობო ზავის დაცვას იმედოვნებს. მისი თქმით, სპორტს თავისთავად არ შეუძლია მშვიდობის მოტანა, მაგრამ ოლიმპიური თამაშებს - მშვიდობის სიმბოლოს, შეუძლია მისკენ მიმავალ გზაზე მიუთითოს.
"ვიცით, რომ სპორტს თავისთავად არ შეუძლია მშვიდობის მოტანა. ჩვენ არ შეგვიძლია ომზე და მშვიდობაზე გადაწყვეტილების მიღება, ეს პოლიტიკოსთა პრეროგატივაა. მაგრამ მშვიდობის საქმეში სიტყვები და სიმბოლოები ასევე მნიშვნელოვანია. სიმბოლოები გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო, ყველა რომ იცავდეს წესებს და ერთმანეთს სცემდნენ პატივს, - IOC-ის 139-ე სესიაზე განაცხადა თომას ბახმა, - ოლიმპიური თამაშები - მშვიდობის და ერთობის სიმბოლოა, რომელიც მიგვითითებს უკეთეს და მშვიდობიან მომავალზე. ეს აღნიშნულია ოლიმპიური ზავის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც ყველა 193-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს მთელს მსოფლიოში შეასრულოს ოლიმპიური ზავის დადებისას მიცემული პირობა.
არ ვაპირებ პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთებას, რომელიც შეიძლება ორაზროვნად იქნეს აღქმული.
IOC-ს არ შესწევს უნარი ვინმე დაარწმუნოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციისადმი პატივისცემაში. ჩვენ მხოლოდ მოვუწოდებთ: გთხოვთ, პატივი ეცით თქვენსავე შეთანხმებას. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: გთხოვთ, არ შეეხოთ თამაშებს. უსაფრთხო გახადეთ მისკენ მიმავალი გზა."
GEONOC.ORG.GE







