სხვა

23:53 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამა დაამტკიცა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 139-ე სესიაზე, რომელიც პეკინში მიმდინარეობს, ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში სპორტის 28 სახეობის შეტანას დაუჭირეს მხარი. ტრადიციულ ოლიმპიურ სახობებთან ერთად, ამ სიაში მოხვდა სკეიტბორდინგი, სერფინგი და სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), რომელთა ოლიმპიური დებიუტიც შარშან, ტოკიოს თამაშებზე შედგა.

კრივი, ძალოსნობა და თანამედროვე ხუთჭიდი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან. საქმე ის არის, რომ შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებს რეფორმები აქვთ დასასრულებელი, რამაც უნდა განსაზღვროს ოლიმპიურ პროგრამაში მათი დარჩენის ბედი.

გარდა ამისა, 2023 წელს ლოს ანჯელესის საორგანიზაციო კომიტეტი შეიძლება ოლიმპიურ პროგრამაში დამატებითი სახეობების ჩართვის წინადადებით გამოვიდეს. საბოლოო სია 2024 წლის დეკემბერში დამტკიცდება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096795