სხვა

4:45 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუდვიგმა გერმანია ციგებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დააბრუნა

პეკინის ოლიმპიადის მოციგავე მამაკაც ერთეულთა შეჯიბრი, გერმანელმა იოჰანს ლუდვიგმა მოიგო და თავისი ქვეყანა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დააბრუნა. ამასთან, სამი ცდიდან, ორ შემთხვევაში, მან იანქინის ეროვნული სდაციგაო ცენტრის ტრასის რეკორდი გააუმჯობესა.

ლუდვიგი შაბათსვე, პირველი ორი ცდის შემდეგ დაწინაურდა. მესამე ცდა კი ტრასის რეკორდ კიდევ ერთხელ გააუმჯობესა (57.043) და ჯამში ასპარეზობა 3:48.735-ში დაასრულა.

„სპორტში უკვე არაერთი წელი გავატარე. 2010 და 2014 წლებში ოლიმპიადებზე კვალიფიკაციაც ვერ გავიარე, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მეოთხე ადგილს ვერაფრით ავცდი. მაგრამ ციგაობა არ შემიწყვეტია და მიხარია, რომ მიზანს მაინც მივაღწიე“, - განაცხადა ლუდვიგმა.

მეორე ადგილი ავსტრიელმა ვოლფგანგ კინდლმა დაიკავა, ვინც ჩემპიონთან 0.160 წამი წააგო. ბრინჯაოს მედალს კი იტალიელი დომინიკ ფიშნალერი დაეუფლა, რომელმაც ჩემპიონთან 0.951 წამი წააგო.

მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა ავსტრიელი დავიდ გლაირშერი, ვინც პიონჩანში შეძლო გერმანელთა დამარცხება. ამერიკელი კრის მაცდცერი კი, ვინც წინა ოლიმპიადაზე ვერცხლს დაეუფლა, ამჯერად მერვე ადგილზე გავიდა. ვანკუვერის და სოჭის ოლიმპიადების ჩემპიონს, 32 წლის გერმანელ ფელიქს ლოხს, კვარცხლბეკამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172513