ქალთა შორის 500 მეტრზე მოკლე ტრეკზე ციგურაობაში, იტალიელმა არიანა ფონტანამ, ჰოლანდიელ სუზან შულტინგს აჯობა და ამ დისტანციაზე, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. სულ კი კარიერაში მოპოვებული ოლიმპიური მედლების რიცხვი 10-მდე გაზარდა.
31 წლის ფონტანა მოკლე ტრეკზე ყველაზე ტიტულოვანი ათლეტია არამხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებს შორისაც. მას მამაკაცებს შორის ორ ყველაზე ტიტულოვან მოციგურავეზე, ამერიკელ აპოლო ონოსა და რუს ვიკტორ ანზე ორით მეტი ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.
„ანჯელო ბიონდომ“ (ქერა ანგელოზი) - ასე ეძახიან ფონტანას, ჰოლანდიელ ვარსკვლავ შულტინგს ბოლო წრეზე გაასწრო.
„სამი წელი ვემზადებოდი ამ გამარჯვებისთვის და დაგროვილი ემოციები, ფინიშის შემდეგ ამოვაფრქვიე“, - განაცხადა ფონტანამ, ვისაც იტალიაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა და ამის გამო, უნგრეთში, თავისი ქმრის, ანტონი ლობელოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.
თავისი მედლების რიცხვით, ფონტანა ბარის თხილამურების ვარსკვლავს, სტეფანია ბელმონდოს გაუტოლდა და მასთან ერთად, ყველაზე წარმტებული იტალიელი ოლიმპიელი გახდა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიო რეკორდსმენმა, კანადელმა კიმ ბუტინმა, ვინც პიონჩანშიც მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.









