საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ბრაიან მაკლოსკის თქმით, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ანტიკოვიდური ზომების გათვალისწინებით, პეკინი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია.
„ოლიმპიური სივრცის - "ბაბლის" საზღვრებში კორონავირუსით დასნეულება პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო სწორად, სხვაგან დასნეულების ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე აქ. საინკუბაციო პერიოდი დიდხანს არ გრძელდება, შემდეგ ადამიანი ხვდება "ბაბლში", დაავადების აფეთქების ალბათობა კი კლებულობს.
ყოველდღიურად ვამოწმებთ თითოეული ტესტის პასუხს, ვაქცინა ყველამ მიიღო. გამოდის, რომ ჩვენ დედამიწის ყველაზე უსაფრთხო ადგილზე ვართ. თქვენ პრაქტიკულად ნულოვანი ალბათობა გაქვთ "ბაბლის" შიგნით დავირუსებისა."
პეკინის XXIV ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს გაიხსნა. შეჯიბრებები მკაცრი ანტიკოვიდური ზომების დაცვით, მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის თანდასწრებით მიმდინარეობს.
GEONOC.ORG.GE







