ჰოლანდიელმა ირენ შოუტენმა ქალთა შორის 5 000 მეტრზე ციგურაობაშიც გაიმარჯვა და პეკინის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალს დაეუფლა. ამასთან, მეორე ოქროც ოლიმპიური რეკორდით მოიგო. მან ასპარეზობა 6 წუთსა და 43.51 წამში დაასრულა და მოხსნა რეკორდი, რომელიც 20 წლის წინათ, სოლტ ლეიკ სიტიში დამყარდა.
„ორი რბოლა, ორი ოქრო. უბედნიერესი ადამიანი ვარ. ამაზე მეტი შეუძლებელია. ვიცოდი, რომ თუ მოგება მინდოდა, ოლიმპიური რეკორდიც უნდა დამემყარებინა. მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, თუ დროს 43 წამზე ჩამოვიყვანდი“, - განაცხადა შოუტენმა, ვინც პირველი ოქრო 3 000 მეტრზე მოიპოვა. ვერცხლის მედალი კანადელმა იზაბელ ვიდმანმა აიღო, ვინც ფინალამდე საუკეთესო იყო, მაგრამ გადამწყვეტ გარბენში გამარჯვებულს 5 წამით ჩამორჩა.
ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ჩეხი მარტინა საბლიკოვა, ვინც ვანკუვერის და სოჭის ოლიმპიადებზე 5 000 მეტრზე ოქრო მოიპოვა.







