სხვა

16:40 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

20 ქვეყნის 120 სპორტსმენი - თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება

12 თებერვალს, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტურის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს.

საკვალიფიკაციო ეტაპები ორ შეჯიბრს მოიცავს. ორ ვარსკვლავიან შეჯიბრს საქართველომ ღირსეულდ უმასპინძლა. ხვალ კი 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი მიიღებს. მათგან ერთადერთი ქართველი სპორტსმენი შაკო მარგიანია, რონელმაც ასპარეზობის უფლება ორ ვარსკვოავიან შეჯიბრში წარმატებით გამოსვლის შედეგად მიიღო .

ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპები საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების წარმატებით ჩატარების შედეგად, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცემა უნასპინძლოს ფრირაიდის მსოფლიო ტურს. ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098679