პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა სამთო მოთხილამურე სოსო ჯაფარიძისთვის.
საქართველოს ნაკრების წევრი მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დაეცა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საგულისხმოა, რომ 89 მონაწილიდან ორი დაშვების შედეგად ტრასა 43-მა წარმომადგენელმა ვერ დაასრულა.
სოსო ჯაფარიძეს ოლიმპიურ სარბიელზე კიდევ ერთი შანსი ექნება - 16 თებერვალს სლალომში იასპარეზებს.
GEONOC.ORG.GE







