სხვა

19:30 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

21 წლის სტუდენტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

გიორგი დიდებაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მესამე კურსის წარმატებული სტუდენტია, რომელიც ამავე დროს ასპარეზობდა წიგნების თაროში და იყო გუნდ - „მნემოსინეს“ ბლიცერი. სამწუხაროდ, გიორგის 2021 წლის ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა. თავდაპირველად ის მკურნალობას საართველოში გადიოდა, თუმცა აქ ჩატარებული რამდენიმე უშედეგო ქიმიის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა საზოგადოების დახმარებით საფრანგეთში წასულიყო და გიორგის მკურნალობა იქ გაეგრძელებინა.

სამწუხაროდ, საფრანგეთში ჩატარებულმა მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამას დაემატა საფრანგეთის მთავრობის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმა, რის გამოც ოჯახმა გიორგი ამჯერად თურქეთში გადაიყვანა. მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საზოგადოების თანადგომით #დიდებასთვის უკვე შეგროვდა ქიმიოთერაპიისთვის საჭირო თანხები 27300$, ახლა კი საჭიროა კიდევ უფრო დიდი 65 000 $ ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციისათვის.

გიორგი 21 წლის ახალგაზრდაა, რომელიც საზოგადოებისაგან თანადგომას მოელის. დახმარების მსურველებს გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი

#GE19BG0000000357664300

მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი

თიბისი ბანკი

#GE13TB7414345061100110

მიმღები: მარიამ ოდიშვილი

ლიბერთი ბანკი

#GE58LB0711102013683340

მიმღები: მამუკა დიდებაშვილი

გადმორიცხვა ასევე შესაძლებელია, საქართველოს ბანკის Plus ქულებით პირადი ნომრით: 31001054376

უცხოეთიდან გადმორიცხვის მსურველთათვის

Www.paypal.com

teaesitashvili@gmail.com

დანიშნულებაში მიუთითეთ, რომ თანხა ირიცხება გიორგი დიდებაშვილისთვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092002