ნორვეგიელების, იოჰანს კლაებოს და ერიკ ვალნესის წყვილმა, ბარის თხილამურობის მამაკაცთა სპრინტში, წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად იასპარეზა, ფინელებს და რუსებს აჯობა და ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა.
ვალნესის ამოცანა იყო, გაეძლო ფინელი ლივო ნისკანენისა და რუსი ალექსანდერ ბოლშანოვისთვის, კლაებოს კი სწრაფი სპრინტით მეტოქეები უკან უნდა მოეტოვებინა. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას და ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებს მე-13 ოქროს მედალი მოუპოვეს.
კლაებოს ოლიმპიური დებიუტი პიონჩანში შედგა და მას შემდეგ, მას სპრინტში ბადალი არ ჰყავს. თან თანაგუნდელმა შეტევისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაუტოვა.
„ჩემი ტაქტიკა, ლივოს და ბოლშანოვის მახლობლად ყოფნა იყო. ვიცოდი, რომ ორივე მაღალ ტემპს აირჩევდა. ბოლო წრეზე მწვრთნელს ვუთხარი, რომ ტემპის გაზრდა შემეძლო. შეუდარებელი შეგრძნება იყო, როცა დავინახე, რომ ორივეს ჩემი ტემპის აყოლა გაუჭირდა“, - ყვება ვალნესი.









