სხვა

2:05 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებმა ბობსლეიში მეცხრე ოქრო მოიპოვეს

ბობსლეის ოთხეულების ოლიმპიური ტურნირი გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა. ფრანჩესკო ფრიდრიხმა და კომპანიამ გერმანიის ოლიმპიელთა გუნდს ბობსლეიში მეცხრე ოქროს მედალი მოუპოვა. სულ ამ ქვეყნის მრბოლებმა 10-დან 9 ოქროს მედალი დაისაკუთრეს და 30-დან 17 მედალი მიიღეს.

ფრიდრიხმა, ვინც დრეზდენის პოლიციის ოფიცერია და ვისაც მეტსახელად „ყინულის კაიზერს“ ეძახიან, თანაგუნდელებთან ერთად, ოთხი ცდის ჯამში, სამ წუთსა და 54.30 წამში დაასრულა ასპარეზობა და 0.37 წამით აჯობა თანამემამულეთა კვარტეტს, რომლის პილოტიც იოჰანს ლოხნერია. აღსანიშნავია, რომ ფრიდრიხმა და ლოხნერმა, იმავე თანმიმდევრობით დაასრულეს ორკაციანი ბობებით ასპარეზობაც.

„მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ფრანჩესკომ შეცდომა დაუშვას. დღეს ჩვენ შევცდით და ამიტომ, მოგების შანსი არ გვქონდა“, - განაცხადა ლოხნერმა, ვინც ფრიდრიხის მეგობარია და ისინ ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს.

გერმანელებს კვარცხლბეკზე სამივე საფეხურის დაკავების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ამის საშუალება კანადურმა კვარტეტმა არ მისცა. ჯასტინ კრიპსი და კომპანია გამარჯვებულს 0.79 წამით ჩამორჩა. კანადელებს პირველ სამ ცდაზე კარგი დრო ჰქონდათ, მაგრამ მეოთხეზე შეცდომა დაუშვეს და გერმანელი კრისტოფ ჰაფერის ოთხეულს გასწრების შანსი მისცეს. საბოლოოდ, გერმანული კვარტეტი კანადურს 0.06 წამით ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159595