ფეხბურთი

20:19 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინმა "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

24 წლის ინგლისელმა მცველმა ჯეიმს ჯასტინმა "ლესტერთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2026 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "მელიების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯასტინი "ლუთონის" აკადემიის აღზრდილია და "ლესტერმა" 2019 წელს დაიმატა. მას შემდეგ ჯეიმსმა "მელიების" მაისურით 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯასტინი წლების განმავლობაში ინგლისის 20 და 21 წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08591