სხვა

1:38 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

IOC რუსეთის მიერ ოლიმპიური ზავის დარღვევას გმობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) რუსეთის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევას გმობს. ამის შესახებ გაკეთდა შესაბამისი განცხადება.

"IOC გმობს რუსეთის მიერ დარღვეულ ოლიმპიურ ზავს. გაეროს შესაბამისი რეზოლუცია მიიღეს ორგანიზაციის ყველა 193 წევრი ქვეყნის კონსენსუსით, 2021 წლის 2 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ოლიმპიური ზავი ამოქმედდა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი დღით ადრე და დასრულდება პარალიმპური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის შემდეგ," - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მანამდე, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

"დღეს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი იმეორებს მსოფლიოსადმი თავის მოწოდებას, რომელიც მან წარმოთქვა ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე გამოსვლისას. გახსნის ცერემონიაზე მან ღიად მოუწოდა ხელისუფლებებს "დარჩნენ ოლიმპიური ზავის ერთგულები და მსოფლიოს მისცენ შანსი." IOC ღრმად შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და უკრაინაში ოლიმპიური საზოგადოების უსაფრთხოებით. IOC-მა შექმნა მიზნობრივი ჯგუფი, რათა ზედმიწევნით დააკვირდეს უკრაინაში ვითარებას და ოლიმპიური საზოგადოებისადმი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციას, სადაც ეს შესაძლებელია," - აღნიშნულია განცხადებაში.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161099