სხვა

16:45 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ფრენბურთელი: "ეს სამარცხვინო ფურცელი ჩემი ქვეყნის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება"

ვეტერანმა რუსმა ფრენბურთელმა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და ორგზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, ეკატერინა გამოვამ უკრაინაში მიმდინარე ომზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავის ქვეყნის გამო შერცხვენილია.

„ეს სამარცხვინო ფურცელი სამუდამოდ დარჩება ჩემი ქვეყნის ისტორიაში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სხვა ევროპელი მეგობრების თავდასხმის, დაბომბვის, სროლის მომსწრე გავხდებოდი. ვთხოვ, მთავრობას, სამხედროებს, რომ ყველა შესაძლო გზის გამოყენებით შეჩერდნენ.

შემეძლო გაჩუმება? რა თქმა უნდა, მაგრამ სირცხვილისა და შიშის გრძნობა მაქვს. ახლა მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგაა, სანქციები დაგვიწესდება, იზოლაციაში მოგვაქცევენ. სხვა ქვეყნებში ჩვენი დანახვა არ უნდათ. უბრალოდ, იცოდეთ, რომ რუსეთში ბევრია, ვინც ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება. ბოდიშს გიხდით“, - თქვა 41 წლის ვეტერანმა ფრენბურთელმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08915