სხვა

12:54 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ ჩატარდება

კაც ფრენბურთელთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის მაგიერ სხვა ქვეყანაში ჩატარდება - გვამცნობს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) ვებ-გვერდი.

ტურნირი წლეულს 26 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე უნდა ჩატარებულიყო რუსეთის 10 ქალაქში. რომელ ქვეყანაში გაიმართება ჩემპიონატი ჯერ არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მოუწოდა გააუქმონ ან გაურკვევლი დროით გადაიტანონ ნებისმიერი სპორტული საერთაშორისო ღონისძიება, რომლებიც რუსეთში ან ბელარუსშია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090699