საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემული ოქროს ოლიმპიური ორდენი გამოითხოვა. ოლიმპიური ორდენის დაბრუნება მოუწევთ ასევე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს დმიტრი ჩერნიშენკოს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს დმიტრი კოზაკს.
ოლიმპიური ორდენი არის IOC-ის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ.
geonoc.org.ge







