საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, დღეს უნგრეთის წინააღმდეგ დებრეცენში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრედ - 0:0 დასრულდა.
შეხვედრის 65-ე წუთზე, მსაჯმა ნაკრების კაპიტანი - მუხრან ბაგრატიონი მოედნიდან გააძევა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ 18-წლამდელებს, 72-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი შეექმნათ, თუმცა ლუკა წულუკიძის მიერ დარტყმული მოწინააღმდეგეს შეეხო და კარს მცირე მანძილით ასცდა.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელებმა 1 მარტს უნგრეთს მინიმალური სხვაობით - 1:0 სძლიეს, სადაც გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანიდან გუნდის კაპიტანმა - მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, მომდევნო მატჩებს პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე გამართავს, მატჩები 25, 27 და 29 მარტს ჩატარდება.
U18 | მარტის განრიგი
25 მარტი | პორტუგალია V საქართველო
27 მარტი | საქართველო V სლოვაკეთი
29 მარტი | საქართველო V ჩრდ. მაკედონია
NAKREBI.GE







