ფეხბურთი

23:20 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავაზაშვილი: "ლეგიონერებს ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, გაიქცნენ, მათ გარეშე ელიტარულ კლუბებს გავაკეთებთ"

ვეტერანმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატს ლეგიონერები არაფერში სჭირდება, რადგან ისინი ნიჭიერი რუსი ფეხბურთელების ადგილს იკავებენ.

კავაზაშვილი ფიქრობს, რომ უცხოეთიდან ჩამოყვანილ ფეხბურთელებს რუსები თამაშს ასწავლიან, ხოლო მხოლოდ რუსი ფეხბურთელებით ისინი ელიტარული გუნდის შექმნას შეძლებენ. ამიტომაც, მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ რუსული კლუბებიდან ლეგიონერები გარბიან, პირიქით - უხარია.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო ნაკლები უცხოელი მოთამაშე იქნება ჩვენს ფეხბურთში, მით უფრო სწრაფად ათამაშდებიან ჩვენი კლუბები. რაც უფრო სწრაფად ავთამაშდებით, მით უფრო სწრაფად აღვზრდით ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთის ნაკრებში ითამაშებენ და საერთაშორისო ტურნირებზე თავს არ შეირცხვენენ. ხორვატიის წინაშე ფეხები არ აუკანკალდებათ, ხორვატია პაწაწინა ქვეყანაა, როგორ ვერ უნდა აჯობო?

თუ ჩვენს კლუბებს ლეგიონერებიც სურთ, უნდა მიიღონ კანონი, რომ მაქსიმუმ სამი ლეგიონერი დაიშვას. მაგრამ ეს სამივე ლეგიონერი თავიანთი ქვეყნის ნაკრების წევრი უნდა იყოს, რომ ჩვენი კლუბებისგან ნაგვის ურნა კი არ შეიქმნას, არამედ ელიტარული კლუბები გავაკეთოთ. ჩვენ უბრალოდ ვიწვევთ ჩვენს ჩემპიონატში ფეხბურთელებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ მათ თამაში ვასწავლოთ და ისინი ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ადგილს იკავებენ. რაში გვჭირდება ეს? ვერ გავიგე! ახლა ყველა შეშფოთებულია, რომ ლეგიონერები და მწვრთნელები გარბიან. ჯანდაბაში წავიდნენ, დაე, გაიქცნენ!“, - თქვა კავაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ანზორ კავაზაშვილს „დინამო თბილისში“, „ზენიტში“, მოსკოვის „ტორპედოში“, „სპარტაკსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია, საბჭოთა ნაკრების რიგებში კი 29 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112805