სხვა

13:16 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი და ბელარუსი პეკინის პარალიმპურ თამაშებს ჩამოაშორეს

უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, რუსეთი და მისი მოკავშირე ბელარუსი პეკინის ზამთრის პარალიმპურ თამაშებს ჩამოაშორეს. მანამდე საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტს (IPC) განზრახული ჰქონდა ამ ქვეყნების წარმომადგენლები პარალიმპურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაეშვა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

IPC-ის პრეზიდენტის ენდრიუ პარსონის განმარტებით, არაერთი ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებთან და ბელარუსებთან ასპარეზობებზე უარი განაცხადეს და ბოიკოტით დაიმუქრნენ, რაც თავის მხრივ, პარალიმპური თამაშების ჩაშლის საფრთხეს ქმნიდა.

მსოფლიო სპორტიდან რუსეთის იზოლირების მოთხოვნით არაერთი სპორტული ფედერაცია გამოდის. რიგმა საერთაშორისო ფედერაციებმა და კომპანიებმა რუსულ სპორტს სანქციები დაუწესეს.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172047