სხვა

22:06 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

IOC არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს რუსეთისთვის და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთისთვის და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე, მაშინაც კი, თუ მიიღწევა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე ან სამშვიდობო შეთანხმებაზე.

IOC-მა 28 თებერვალს სპორტულ ორგანიზაციებს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების და ოფიციალური პირების ჩამოშორების რეკომენდაციებით მიმართა, რაც შემდგომში საერთაშორისო ფედერაციებმა გაითვალისწინეს კიდეც.

თომას ბახი შექმნილ ვითარებას აფასებს როგორც "ძალიან რთულს" და დასძენს, რომ აკრძალვა არ არის მიმართული უშუალოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც შეჭრაზე არ არის პასუხისმგებელი.

"საკითხი ღიად რჩება. ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და მოვიქცევით მოვლენათა განვითარების შესაბამისად. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ოლიმპიური ზავის დარღვევაში. არც რუსი ხალხი, არც სპორტსმენები, არც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამაზე პასუხისმგებელი არ არის," - აცხადებს ბახი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094699