ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია რუს ტანმოვარჯიშე ივან კულიაკს დასჯის. საქმე ისაა, რომ დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის კვარცხლბეკზე, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსული არმიის სიმბოლოთი ავიდა.
კულიაკს მკერდზე ასო Z ეწერა, რაც რუსული არმიის სიმბოლოა, რომელიც უკრაინაში იბრძვის. ამ ჟესტით მან ომს მხარი დაუჭირა. საინტერესოა, რომ იმავე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიპოვა და კულიაკი მის გვერდით იდგა. უკრაინელმა ტანმოვარჯიშემ ვერცხლისმედალოსან ყაზახ სპორტსმენს ხელი ჩამოართვა, ხოლო რუსს ბუნებრივია - არა.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია იტყობინება, რომ კულიაკის ჟესტი მათი ქცევის კოდექსის დარღვევაა, რის გამოც მას სანქციები ემუქრება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ხვალიდან რუსი და ბელარუსი ტანმოვარჯიშეები საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობას ისედაც ვეღარ შეძლებენ.







