სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:19 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ შესაძლოა "რეალთან" ვერ ითამაშოს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალთან“ ვერ ითამაშოს.

ფრანგული მედიის ცნობით, მბაპემ დღეს დილის ვარჯიშზე ფეხში დარტყმა მიიღო და ტრავმირებულია. ფრანგი შემტევი ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადის და დიაგნოზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„რეალისა“ და პსჟ-ს შეხვედრა 9 მარტს მადრიდში უნდა გაიმართოს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირების ბედი სწორედ მბაპეს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

0.095774