ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭო უკრაინაში რუსეთის შეჭრით შექმნილი მძიმე მდგომარეობის და ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და სრულიად იზიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციებს რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
ვუოკატი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, ასევე საერთაშორისო სპორტული ფედერაციების პოზიციის გათვალისწინებით, EOC-მა გამოაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ოფიციალური პირები ვეღარ შეძლებენ 2022 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (EYOF) მონაწილეობას, რომელსაც ვუოკატიმ (ფინეთი) 20-25 მარტს უნდა უმასპინძლოს.
ახალგაზრდა სპორტსმენთა კეთილდღეობის დასაცავად, ასევე ღონისძიების ერთიანობისთვის, EOC მიიჩნევს, რომ რუსი და ბელარუსი ათლეტები არანაირი ფორმით არ უნდა მონაწილეობდნენ ვუოკატის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში.
GEONOC.ORG.GE







