ფეხბურთი

20:20 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ ევროპული ლიგების ასოციაციას რუსეთში მატჩების ტრანსლირების შეწყვეტის თხოვნით მიმართა

უკრაინის პრემიერლიგამ ევროპული ლიგების ასოციაციას თხოვნით მიმართა, რომ რუსულ მაუწყებლებთან არსებული ხელშეკრულებები შეწყვიტონ.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ლიგების ასოციაციის რიგ-გარეშე შეხვედრა დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინელი ხალხის დახმარების გზები განიხილეს. UPL-ს თხოვნაზე კი, მათ პირობა დადეს, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავენ.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერლიგამ რუსეთში მაუწყებლობა ორი დღის წინ უკვე შეაჩერა.

თეგებიუკრაინა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091945