უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთეს ფეხბურთელად გულშემატკივრებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ტიტერის გვერდი ავრცელებს.
ბენზემამ "პარი სენ ჟერმენთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა და ესპანელები მეოთხედფინალში გაიყვანა. მიმდინარე სეზონში ქარიმმა ყველატურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.