სხვა

1:35 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მფრინავმა ჰოლანდიელმა ყინულზე 100 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩქაროსნულ ციგურაობაში, კიელდ ნუისი გახდა პირველი მოციგურავე, ვინც ყინულზე 100 კმ/სთ სიჩქარის ბარიერი გადალახა. მან თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ოთხი წლის წინათ დაამყარა.

ნუისმა, ვინც ოლიმპიური ოქროს მედლები პიონჩანსა და პეკინში მოიპოვა, ნორვეგიის ტინსეტში ასპარეზობისას, 103 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, რაც 10 კმ/სთ-ით მეტია მისსავე რეკორდზე, რომელიც შვედეთში, ოთხი წლის წინათ დაამყარა.

ბუნებრივი ყინულით დაფარულ ტრეკზე, რომლის სიგრძეც 3 კილომეტრია, ნუისს წინ ფარი უძღოდა, რომელსაც „ქარის დამჭერის“ სახელით არის ცნობილი. ფარი დაკარის რალისთვის მომზადებული მანქანის უკან იყო დამაგრებული და მისი დანიშნულება, შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის შემცირება იყო.

„100 კმ/სთ-იან ბარიერზე ფიქრი მჭამდა. გამოსვლის წინ გავიფიქრე - შესანიშნავ ფორმაში ვარ და უნდა შევძლო ამ სიჩქარის მიღწევა. ფაქტობრივად, ყინულზე მივფრინავდი. ყოველი მცირე უსწორმასწორობა, ზღურბლად მეჩვენებოდა. ასე სწრაფად სრიალი, ტექნიკურად საკმაოდ რთულია და სიზუსტეს საჭიროებს. ყოველ ცდაზე, ორი კილომეტრის გავლა მიწევდა, რასაც შეჯიბრის დროს არასდროს ვაკეთებ. ფარის უკან, რაც შეიძლება დიდხანს უნდა დავრჩენილიყავი, რათა ენერგია დამეზოგა. ეს ძალა 92-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მჭირდებოდა. ძალიან რთული იყო. ეს არის მაქსიმუმი, რაც ციგურებით შესაძლებელია“, - ამბობს ნუისი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092909