საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში ისლანდიას დაუპირისპირდა და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
ვასილ მაისურაძის გუნდი შანსს მხოლოდ გამარჯვებით ინარჩუნებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე გაუშვა გოლი და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
საქართველო 73-ე წუთზე თორნიკე დუნდუას გოლით დაწინაურდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ 98-ე წუთზე ისლანდიელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ორი-სტეიდნ ოსკარსონმა გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ჯგუფს 6 ქულით რუმინეთი ლიდერობს, ხოლო საქართველოს 1 ქულა აქვს და 29 მარტს, ბოლო ტურში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
საქართველო - ისლანდია 1:1 (0:0)
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, დუნდუა, უგრეხელიძე, გვიშიანი (გოგნაძე 53), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ბაგრატიონი (პირტახია 74), ცხოვრებაშვილი, წულუკიძე (კეკელიძე 74), კვერნაძე (გეგუჩაძე 7)
გოლები: 1:0 დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90, პენ)







