სხვა

3:21 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთიოპიელმა გელმისამ პარიზის მარათონი მოიგო

ეთიოპიელმა დესო გელმისამ თავის კარიერაში უდიდესი გამარჯვება პარიზის მარათონზე მოიპოვა. გარბენის მიწურულს, მან ცივი ამინდის მიუხედავად, ტემპის აჩქარება შეძლო და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. 42.195 კილომეტრი მან 2 საათში, 5 წუთსა და 14 წამში გადაკვეთა, რაც მის პირად რეკორდზე უარესი დროა.

მეორე ადგილი დაიკავა ჩიკაგოს შარშანდელი მარათონის გამარჯვებულმა, ასევე ეთიოპიელმა სეიფუ ტურამ, ვინც გამარჯვებულს სამი წამით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის გელმესიას ბოლოს მარათონულ დისტანციაზე გამარჯვება 2019 წელს, პორტუში ჰქონდა მოპოვებული.

მესამე ადგილი დაიკავა ფრანგმა მუჰამედ ამდუნიმ, ვინც დისტანცია 2:05.22-ში დაფარა, ეს კი საფრანგეთის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ბენუა ცვირშიევსკის, 2003 წელს ჰქონდა დამყარებული.

ქალთა შორის გამარჯვება კენიელმა ჯუდიტ ჯეპტუმმა მოიპოვა, ვინც პარიზის მარათონის ტრასის რეკორდი გააუმჯობესა. მისი შედეგია 2 საათი, 19 წუთი და 48 წამი.

გარბენი დილის 8 საათზე დაიწყო, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსზე ოდნავ მეტი იყო.

ჯეპტუმმა 30-კილომეტრიან ნიშნულამდე სოლიდურ უპირატესობას მიღწია და მაღალი ტემპი ამის შემდეგაც შეინარჩუნა. მეორე და მესამე ადგილები ეთიოპიელებმა = ფანტუ ჯიმამ და ბესუ სადომ დაიკავეს, რომლებიც გამარჯვებულს სამ წუთზე მეტით ჩამორჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097961