საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩერნოგორიასთან 0:2 წააგო.
გიორგი დევდარიანის შეგირდები ბორის სმილიანიჩმა 64 წუთზე პენალტის ზუსტი შესრულებით დაამწუხრა, მეორე გოლი კი 81-ე წუთზე ოლივერ სარკიჩმა გაიტანა.
პატარა "ჯვაროსნების" მომდევნო მეტოქე კვიპროსელი თანატოლები იქნებიან, რომლებმაც დღეს "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე რუმინელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.







