სხვა

2:52 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივს ტოვებს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ბუმბულის წონაში (57 კგ), უელსელი ლი სელბი სპორტულ კარიერას ასრულებს. მან ახლახანს კარიერაში პირველად, ბრძოლა ნოკაუტით წააგო და აქედან ორი კვირის შემდეგ, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სელბიმ ბუმბულის წონაში IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ტიტული 2015 წლის მაისში მოიპოვა მას შემდეგ, რაც რუსი ევგენი გრადოვიჩი დაამარცხა. მას შემდეგ, ტიტული ხუთჯერ დაიცვა. ჩემპიონის სარტყელს სამი წელი ატარებდა, მერე კი ქულებით დათმო ჯოშ უორინგტონთან.

ამას მოჰყვა დამძიმება - სელბი ერთ წონით კატეგორიას გადაახტა და მსუბუქ წონაში (61 კგ) გადავიდა, სადაც მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ავსტრალიელ ჯორჯ კამბოსოს უმცროსთან დამარცხდა. ორი კვირის წინ კი ნოკაუტით წააგო არგენტინელ გუსტავო ლემოსთან.

სელბი ახლა 35 წლისაა. პროფესიონალურ კარიერაში, მას 32 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 28 მოიგო (9 ნოკაუტით) და 4 წააგო. გარდა ამისა, 14 წლის განმავლობაში, პროფესიონალურ რინგზე იყო ბრიტანეთის, ევროპის და თანამეგობრობის ჩემპიონი (ბუმბულის წონში).

„რინგს სინანულის გარეშე, ბედნიერი, ჯანმრთელიდა ფინანსურად უზრუნველყოფილი ვტოვებ. ვამაყობ იმით, რომ ვარ მე-12 უელსელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ამ მიღწევით, დიდ მოკრივეებს შორის, სამუდამოდ დავიმკვიდრე ადგილი. კრივი ჩემი ცხოვრება იყო და დარწმუნებული ვარ, სპორტში ჩემი ჩართულობა ამით არ შეწყდება“, - ამბობს სელბი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.07523