ციგურებით სირბილში ქალთა შორის ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელმა ნანა ტაკაგიმ გამოაცხადა, რომ სპორტულ კარიერას დაასრულებს. 29 წლის ტაკაგიმ, ქალთა შორის მას სტარტში, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში პირველად პიონჩანის თამაშებზე შეიტანეს, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. იქვე მეორე ოქროს გუნდურ გამოდევნებით სირბილში დაეუფლა.
გუნდურ გამოდევნებით ციგურაობაში, მასთან ერთად, გამარჯვება მისმა დამ, მიჰო ტაკაგიმ და აიანო სატომაც მოიპოვეს. მას მესამე ოქროს მოპოვება პეკინის ოლიმპიადაზეც, გუნდურ გამოდევნებით სირბილშიც შეეძლო, მაგრამ ბოლო მოსახვევში დაეცა. იმავე მოსახვევში, მას სტარტის ნახევარფინალში ასპარეზობის დროსაც დაეცა.
„გადავწყვიტე, ჩემი სპორტული კარიერა დავასრულო. აქამდეც ჩემი დის წყალობით მოვედი. საბოლოოდ, მე ჩამოვყალიბდი, როგორც მოციგურავე ნანა ტაკაგი და არა მიჰო ტაკაგის უფროსი და. სწორედ ამის შემდეგ, რაც პირადი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილე, გადავწყვიტე, კარიერა დამესრულებინა“, - განცხადა ტაკაგიმ.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულების გარდა, მას ასევე მსოფლიო ჩემპიონის რამდენიმე ტიტული, გუნდურ გამოდევნებით და ერთეულებში, სხვადასხვა დისტანციებზე, 2015, 2019 და 2020 წლებში აქვს მოპოვებული.









