საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდება.
კერძოდ, პარიზულ ფიცარნაგზე ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება კაცთა ხუთ - 61, 73, 89, 102, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ასევე ხუთ წონაში - 49, 59, 71, 81, +81 გამოვლენ ქალი ძალოსნებიც.
საგულისხმოა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა შეჯიბრებები 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, როგორც კაცებში, ისე ქალებში.
პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.
GEONOC.ORG.GE









