სხვა

1:31 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკესი ოსტინის დიდ პრიზზე დაბრუნდება

მოტოგრანპრის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანელი მოტომრბოლი მარკ მარკესი მალე ბრუნდება და ოსტინის დიდი პრიზის რბოლაში, ამ კვირის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას. მას არგენტინაში, წინასარბოლო გასახურებელი სესიის დროს განცდილი ავარიის შემდეგ, მხედველობის გაორება გაუმეორდა. თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მარკესი ისევ მწყობრშია.

ავადმყოფობის გამო, მარკესმა მსოფლიო ჩემპიონტის მეორე ეტაპი, ინდონეზიის დიდი პრიზის რბოლა გამოტოვა. „ჰონდას“ 29 წლის მრბოლს მსგავსი პრობლემა პირველად გასული სეზონის ბოლოს, ვარჯიშის დროს მომხდარი ავარიის შემდეგაც შეექმნა.

„ჰონდამ“ გამოაცხადა, რომ მარკესმა დაბრუნების გადაწყვეტილება, ექიმებთან კონსულტაციის შემდგ მიიღო.

„რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ დაბრუნებას შევძლებ. თან ეს ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ტრეკზე მოხდება. ორი რბოლის გამოტოვების გამო, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ეს უბრალოდ დაბრუნება არ იქნება. ბევრი რამ უნდა გავიაზრო. თუმცა მთავარი ისაა, რომ ვბრუნდები“, - ამბობს მარკსი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091901