სხვა

17:11 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"თანამედროვე განათლების აკადემიის" და "საერთაშორსო აკადემია ლოგოსის" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ სკოლების - "თანამედროვე განათლების აკადემიის" და "საერთაშორისო აკადემია ლოგოსის" მოსწავლეები, ასევე მათი პედაგოგები. მოსწავლეებმა დაათვალიერს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას და ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.

ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრებს უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სახელოვანმა მოჭიდავემ მოსწავლეებს უამბო თავის განვლილ სპორტულ კარიერაზე, ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა იხილეს ფილმი დავით გობეჯიშვილის შესახებ - "ერთი ჩემპიონის ისტორია".

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167626