ფეხბურთი

18:25 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი კიპერის სეივი ტურის საუკეთესოა

გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება. ქართველი კიპერის სეივი ლა ლიგის 31 ტურში საუკეთესოდ დასახელდა.

ლა ლიგის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ტურის სეივებში სულ 5 კანდიდატი იყო, ჩვენებური კი, მათ შორის საუკეთესოა.

მამარდაშვილს ბოლო ტურში, „რაიო ვალეკანოსთან მოგერიებული ბურთი დაუფასეს, რომელიც მატჩის 27-ე წუთზე აიღო და პალაზონს შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული (14 ლა ლიგაში, 2 სამეფო თასზე) და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ ლა ლიგაში 31 ტურის შემდეგ 42 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, შინ „ოსასუნასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088576