ხუთი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, იამაიკელმა სპრინტერმა ელეინ ტომპსონ-ერამ, კალიფორნიის ვალნატში, ოქროს თამაშებზე ასპარეზობისას, 100 მეტრზე სპრინტში სეზონის საუკეთესო დრო - 10.89 წამი დააფიქსირა.
იამაიკელმა ეს დრო ნახევარფინალში ასპარეზობისას დააფიქსირა, მაგრამ ფინლი აღარ უასპარეზია, რისი მიზეზიც არ დაასახელა. მიმდინარე სეზონში, ეს მისთვის ღია არენაზე პირველი გამოსვლა იყო.
„დავბრუნდი და თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის პირველ გამოსვლაშივე 10:89. ამაზე უკეთეს შედეგს ვერც ვინატრებდი“, - განაცხადა ტომპსონ-ერამ, ვინც ქალ სპრინტერთა შორის პირველმა შეძლო ზედზედ ორ ოლიმპიადაზე, სპრინტის დუბლის შესრულება - 100 და 200 მეტრზე გაიმარჯვა. სწორედ ამ ორ დისტანციაზე გახდა ჩემპიონი რიოსა და ტოკიოში. გარდა ამისა, ტოკიოშივე 4x100 მეტრზე ესტაფეტაშიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.









