ხვიჩა კვარაცხელიამ „გაგრასთან“ მატჩში გაიბრწყინა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, რაც უყურადღებოდ იტალიურ მედიას არ დაუტოვებია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს და ამიტომაც, იტალიური პრესა მას ყურადღებას აქცევს.
„გაგრასთან“ თამაშს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთმა ვებგვერდმა ხვიჩას პერფორმანსის შესახებ დაწერა. რამდენიმე მათგანს კი ქვემოთ წარმოგიდგენთ:
„კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში ერთობა: ორი გოლი და საგოლე პასი გუშინ. „ნაპოლიმ“ პრაქტიკულად აიყვანა 21 წლის ნიჭიერი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია. ეს რამდენიმე დღის წინ კრისტიანო ჯუნტოლიმ აღიარა. ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ უკვე ვიდეო ესპანეთთან მატჩიდან. ესპანეთთან თამაში აშკარად განსხვავდება საქართველოს ჩემპიონატში თამაშისგან. საქართველოს ჩემპიონატი, სადაც კვარაცხელია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაბრუნდა ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ და სეზონის ბოლომდე ის „დინამო ბათუმში“ ითამაშებს. აშკარად, ჩემპიონატის დონე მაღალი არ არის, მაგრამ ბიჭზე საუბარს აგრძელებენ. გუშინ მან გაიტანა ორი გოლი (ერთი მარჯვენა და ერთი მარცხენა ფეხით, საგოლე გადაცემა გააკეთა და კიდევ რამდენიმე გამორჩეული მოქმედება ჰქონდა. ყველაფრის ნახვა ჩვენს ვიდეოში შეგიძლიათ“, - წერს ilnapolista.
„კვარაცხელია საქართველოში გაბრწყინებას აგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელმა „კვარაცხელიას შოუ, გამორჩეული დუბლი საქართველოში: მეორე გოლი ინსინიეს სტილში გაიტანა. ნიჭიერი ქართველი, რომელიც „ნაპოლის“ მომავალი შენაძენია, ოსტატური თამაშის ავტორია. მან დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. “გაგრასთან“ კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. თავისმა გუნდმა 5:2 მოიგო, კვარაცხელია მთავარი გმირი გახდა. დუბლი და საგოლე პასი პირველივე ტაიმში და ზოგადად, შესანიშნავი მოქმედებები, დრიბლინგები, შინაარსობრივი თამაში. მისი საგოლე პასით „დინამო ბათუმი“ დასაწყისშივე დაწინაურდა. პირველი გოლი ცაციათი გაიტანა. თანაგუნდელს მარცხენა ფლანგზე პასი გაუკეთა და ბურთი ისევ მას მიუვიდა, ძლიერი დარტყმით გაიტანა. მეორე გოლი დიდებული იყო: შორეულ კუთხეში, მეკარეს დანაშაული არ მიუძღვის. გოლი, რომელიც ინსინიეს ბევრ გოლს მოგაგონებთ“, - წერს areanapoli.
„კვარაცხელია შოუ „დინამო ბათუმში“. მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია და ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი ფეხბურთელი იქნება. 2001 წელს დაბადებული ქართველი შემტევი გარემარბი კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. ამჟამად კვარაცხელია „დინამო ბათუმში“ თამაშობს, ქართულ კლუბში, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველია. გუშინ „გაგრას“ წინააღმდეგ გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა. საგოლე პასი (მეტოქეს ფეხებშუა გაუტარა ბურთი და შესანიშნავად ჩააწოდა) და ორი გოლი (მეორე გოლი ბრწყინვალე დარტყმით შორეულ კუთხეში) გაიტანა“, - ვკითხულობთ Calciomercato-ს ვებგვერდზე.
„კვარაცხელიას შოუ საქართველოში: ორი გოლი, საგოლე პასი და ბევრი ბრწყინვალე მოქმედება. მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი იქნება. 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი „აძურიში“ გადასვლამდე საქართველოში, „დინამო ბათუმში“ თამაშობს. „გაგრასთან“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 5:2 მოიგო, სცენაზე დომინანტი კვარაცხელია იყო. დუბლი, საგოლე პასი და უმაღლესი ხარისხის ბევრი თამაში“, - წერს calcionapolitv.
„კვარაცხელიას შოუ „დინამო ბათუმში“, ორი გოლი და საგოლე პასი. სატრანსფერო ჭორებით „დინამო ბათუმის“ ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმთან“ ახლოსაა. „გაგრასთან“ მატჩში გარემარბმა ორი გოლი გაიტანა და ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა 5:2 მოიგო“, - ეს უკვე calcionapoli1926-ის ვებგვერდზე წერია.
„ორი გოლი და საგოლე პასი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში. კვარაცხელიას შოუ. „ნაპოლიდან“ ერთი ნაბიჯით დაშორებული ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში დომინირებს. რა თქმა უნდა, არცთუ ისე ძლიერ ჩემპიონატში, მაგრამ შესანიშნავად თამაშობს. „გაგრასთან“ მატჩში „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელი ნამდვილი გმირი იყო. ბათუმელებმა ტაიმი 3:1 მოიგეს და მან ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, რითაც მისი გუნდი დაწინაურდა“, - წერს calcionapoli24.
"გუშინ „გაგრასთან“ მოგებულ მატჩში (5:2) დუბლით უდავო გმირი ხვიჩა კვარაცხელია იყო. პირველი გოლი საჯარიმოდან, მარცხენა ფეხით, ძლიერი დარტყმით გაიტანა, შემდეგ მარჯვენა ფეხით გამორბენის გარეშე, შორეულ კუთხეში, ძალიან მაგარი გოლი. ზუსტად ისეთ სტილში, რომლითაც ნეაპოლელი ტიფოზები ბოლო წლებში არაერთხელ აღფრთოვანდნენ. თუმცა, კვარაცხელია, მხოლოდ ფინიშერი არ არის: მატჩის პირველი გოლი მარჯვენა ფლანგზე სწორედ მისი უზუსტესი მოქმედებით იყო განპირობებული. „ნაპოლიმ“ „რომასთან“ ფრით სკუდეტოზე ოცნება საბოლოოდ დაკარგა და ახლა უფლება გვაქვს მომავალს უფრო ყურადღებით შევხედოთ. ასე იქცევა ლუჩანო სპალეტიც, რომელმაც მატჩის შემდგომი სიმწარის მერე კვარაცხელიას გოლები ნახა. თუ ის სერია A-ში, უფრო კონკურენტულ ჩემპიონატშიც ამ დონეზე ითამაშებს, "ნაპოლი" კაპიტნის ღირსეულ მემკვიდრეს იპოვის და ამიტომაც არის საჭირო სწრაფად მისი იტალიაში გადმოყვანა. ცოტა ხნის წინ ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ ფეხბურთელი კლუბის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს და მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს. დარჩენილია მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები, რისთვისაც სეზონის დასრულებას ელოდებიან, ფეხბურთელთან კი კლუბს შეთანხმება მიღწეული აქვს. 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 1.5 მილიონი ევროს ხელფასით“, - წერს Gazzetta Dello Sport.
„კვარაცხელიამ საქართველოში შოუ მოაწყო: ორი გოლი, საგოლე პასი და ბევრი შესანიშნავი მოქმედება. მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელი იქნება. 21 წლის ფეხბურთელი „დინამო ბათუმში“, საქართველოში თამაშობს და „გაგრასთან“ სცენაზე დომინანტი იყო“, - წერს tuttonapoli.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.






