სხვა

18:27 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სახელოვანი ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია სეოკ-ში

ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით და ცნობილი ჟურნალისტის დემიკო ლოლაძის ავტორობით გამოიცა წიგნი-,,ჯემალ ცერცვაძე", რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის ხსოვნას. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ხელბურთელები, ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე გაიხსენეს ,,ხელბურთის პელედ" მონათლული, უნიკალური ტექნიკის მქონე ხელბურთელის განვლილი სპორტული გზა, ასევე აღინიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული სპორტის, კერძოდ კი ხელბურთის განვითარების საქმეში.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089863