სხვა

12:07 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

Wings for Life - საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად!

დღეს, საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად! ყველაზე მასშტაბური და ხმაურიანი სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run 2022 წელს ღონისძიების აპლიკაციით ჩატარდება. ეს უნიკალური საქველმოქმედო გარბენი აერთიანებს 6 კონტინენტს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!

სიახლეა, ის რომ 2022 წელს მსოფლიო რბენის მონაწილეებს საქართველოში შეუძლიათ შემოგვიერთდნენ დინამო არენაზე ან ირბინონ მათ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. Wings for Life World Run-ის აპლიკაცია სრულად არის ნათარგმნი ქართულად. მონაწილეებს რბენის აუდიო გამოცდილება ქართულ ენაზე ელით. საფასური - 8 ევროს ეკვივალენტი ლარში მონაწილეზე დონაციის სახით, ასევე კორპორაციული შემოწირულობები, სრულად ჩაირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

თეგებიWorld Run 2022Wings for Life
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097802