საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება მასპინძელ სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა - 0:2.
ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, წინა მატჩებში მოუგო ლიბანს (3:1) და მოლდოვასთან ფრე (2:2) ითამაშა.
დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში 37-ე წუთზე გიგი გლუნჩაძემ თერთმეტმეტრიანით გახსნა. დინამო თბილისის მცველმა, ამ ტურნირზე თავი მეორედ, ისევ გატანილი პენალტით გამოიჩინა.
მეორე ტაიმის 67-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში გიორგი გვასალიას თორნიკე გულიაშვილი ზუსტად დახვდა და 15-წლამდე ნაკრები 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.
NAKREBI.GE







