ინგლისის პრემიერლიგის 2022 წლის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ აჯობა და „მანჩესტერ სიტისთან“ ჩამორჩენა ერთადერთ ქულამდე შეამცირა.
იურგენ კლოპის გუნდი „სენტ მერიზე“ მარცხდებოდა, მაგრამ მერე შეძლო ვითარების გამოსწორება. ნათან რედმონდის გოლით „საუთჰემპტონი“ მე-13 წუთზე დაწინაურდა, თუმცა პირველივე ტაიმში ტაკუმი მინამინომ გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლი ჟოელ მატიპმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
შედეგად, ბოლო ტურის წინ „მანჩესტერ სიტის“ 90 ქულა აქვს, „ლივერპულს“ 89 და ცხადია, ყველაფერი 22 მაისს გაირკვევა. პეპ გვარდიოლას გუნდი ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს, რომელსაც სტივენ ჯერარდი წვრთნის, ხოლო „ლივერპული“ „ვულვზს“ „ენფილდზე“ დაუხვდება.









