სხვა

22:28 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარიზში სპორტის ევროპულ მოდელზე იმსჯელეს

პარიზში, საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით ევროპული დღეების ფარგლებში სპორტის გლობალურ კვირეულს უმასპინძლეს. დღის წესრიგში უმთავრეს განსახილველი თემა იყო სპორტის ევროპული მოდელი.

დებატებში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ხოსე მანუელ არაუხო, საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჟან-პიერ სიუტე, ევროპის პარლამენტის წევრი ლორენს ფარენგი, ასევე მსოფლიო ტრიატლონის გენერალური მდივანი ანტონიო არიმანი.

ხოსე მანუელ არუხომ წარმოადგინა სპორტის ევროპული მოდელის საფუძვლები, ასევე ოლიმპიური სოლიდარობის მიმართულებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოები.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სპორტული ფედერაციების წამყვანს როლს, პოსტკოვიდურ პერიოდში სტაბილური სპორტული კალენდრის აუცილებლობას ეროვნულ, ევროპული და საერთაშორისო ფედერაციების დონეზე, ასევე სპორტში მოხალისეობის ინსტიტუტის მნიშვნელობას, სპორტში ჩართული ადამიანების უფლებების დაცვას. ითქვა, რომ ევროკავშირის სპორტის სტრუქტურების მეშვეობით უნდა გაიზარდოს სპორტის დაფინანსება, გააქტიურდეს თანამშრომლობა სპორტით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.

საქართველოდან სპორტის გლობალურ კვირეულს ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097085