სხვა

18:06 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების ოქროს მედალი მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდში, მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა გოგონებმა რაპირით ასპარეზობის ფინალურ შეხვედრაში იტალიას 42:41 აჯობეს და ოქროს მედალი დაისაკუთრეს.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების რიგებში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდნენ. მანამდე, ინდივიდუალურ შეჯიბრში თიბილაშვილმა ოქრო, ხოლო ხეცურიანმა ვერცხლი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082172