სხვა

4:14 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სემენიას სქესის დასადასტურებლად გაშიშვლება შესთავაზეს

800 მეტრზე სირბილში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, სახმრეთაფრიკელ კასტერ სემენიას, როდესაც 18 წლის იყო, საკუთარი სქესის დასადასტურებლად, ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაციას, გაშიშვლება და ვაგინის ჩვენება შეუთავაზებია. ამის შესახებ, საშუალო დისტანციაზე მორბენალმა HBO-სთან საუბრისას განაცხადა.

სემენია, ვინც ახლა უკვე 31 წლისაა, არენაზე 2009 წელს გამოჩნდა, როდესაც 800 მეტრზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ მორბენალისთვის სქესის დამადასტურებელი ტესტის გავლა დაევალებინა.

„ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ მე მამაკაცი ვიყავი. მე მათ ვუპასუხე: მე ქალი ვარ და ტესტი არ მადარდებს. თუ თქვენ გინდათ ნახოთ, რომ ქალი ვარ, მაშინ ჩემს ვაგინას გიჩვენებთ“, - ყვება სემენია.

ტესტები ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მორბენალს არც საშვილსნო აქვს და არც საკვერცხეები. მაგრამ ჰქონდა ორგანოები, რომლებიც ტესტოსტერონს გამოიმუშავებს. ამიტომ, მის ორგანიზმში ამ ჰორმონის შემცველობა, ქალის ნორმალურ დონეს სამჯერ სჭარბობდა.

სემენიას დიაგნოზად ჰიპერანდროგენიზმი დაუდგინდა, რომელიც ტესტოსტერონის მაღალი დონით ხასიათდება. ეს ჰორმონი კი კუნთოვანი მასის ზრდას ამტანობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ორგანიზმი უკეთ ითვისებს ჟანგბადს.

მძლეოსნობის საერთაშორის ფედერაციამ 2011 წელს გადაწყვიტა, რომ ჰიპერანდროგენიზმის მქონე ქალი ათლეტებისთვის, ტესტოსტერონის ხელოვნურად დაწევა დაევალებინა.

სემენია ყვება, რომ „მკურნლობისას“ ის თავს ცუდად გრძნობდა და წონაში მატულობდა. ჰქონდა პანიკის შეტევები და ფიქრობდა, რომ გულის შეტევა მოუვიდოდა. „ეს იგივეა, რომ ყოველდღე საკუთარი თავი დანით ჩეხო. მაგრამ მე არჩევანი არ მქონდა. მე 18-ის ვიყავი და სირბილი მსურდა. ოლიმპიადაზე გასვლა მინდოდა“, - ყვება სემენია, ვისაც ორი ოლიმპიური ოქროს მედლის (ლონდონი და რიო) გარდა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093288