კალათბურთი

12:59 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

3×3 კალათბურთის მოედანი დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე გაიშალა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე მრავალი აქტივობა გაიმართა. სხვადასხვა სპორტული და კულტურულ ღონისძიებებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 3×3 საკალათბურთო ტურნირიც მოეწყო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაშლილ ფიბა-ს სტანდარტების მოედანზე 3×3 საკალათბურთო ტურნირი გაიმართა, რომელში მონაწილეობის უფლებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საკალათბურთო და სხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართული იყო ფედერაცია “სპორტი ყველასათვის”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092076