ფეხბურთი

18:52 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გიბრალტართან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის 2022 წლის სეზონის პირველ ტურში თბილისში, გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.

ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილი გახდა, რომელიც ასეთია:

საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე, აბურჯანია, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი; ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა 2 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099073