სხვა

0:42 | 5.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალ ძალოსანთა შორის დასრულდა ასპარეზობა 87 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ.) 106 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

ძალოსანმა აკვრაში თავი 125/ 129კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი ორჭიდის ჯამში მოგროვილი 235 კილოგრამით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აკვრაში მესამეადგილოსანმაც იგივე წონა ასწია, რაც ანასტასიამ, თუმცა ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას ენიჭება, ვინც წონა პირველმა დაძლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091071