რიმინიში, ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას იუნიორებში მიაღწია.
მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა სინქრონულ ხტომებში ფინალში ასპარეზობის უფლება მეხუთე შედეგით მოიპოვა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დაიმსახურა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ერთი დღით ადრე გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა ჩვენმა ოთხეულმა - ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა.









