სხვა

18:50 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების წარმატება ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე

ბატუტზე ხტომაში რიმინიში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა გუნდმა მედლები მოიპოვა როგორც დიდებში, ისე იუნიორებში.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს მედალი შემატა გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა ლუბა გოლოვინამ, რომელმაც პირად პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე პირად პირველობაში წარმატებას მიაღწია იუნიორთა გუნდის წარმომადგენელმა მარიამ რაგიმოვამ, რომელსაც ჩემპიონობამდე ასევე ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა ასევე გუნდურში ოთხეულის - ლუბა გოლოვინას, ანანო აფაქიძის, თეონა ჯანჯღავას და სოფიო დაშნიანის მიერ დაკავებული მეორე ადგილი, სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავას და ანანო აფაქიძის ბრინჯაოს მედლები და იუნიორებში მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილის მიერ სინქრონულ ხტომებში მოპოვებული ჩემპიონობაც.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170751