დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საქართველოს ბატუტზე მხტომელებს და აკრობატებს, მწვრთნელებს და ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელებს.
ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა და აკრობატებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 18 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს. ლერი ხაბელოვმა ეს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა ჩვენს სპორტსმენებს და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალწლიანი მიზანმიმართული ერთობლივი მუშაობის შედეგი. სეოკ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტანვარჯიშული სახეობების წარმომადგენლები კიდევ უფრო დაწინაურდებიან საერთაშორისო სარბიელზე და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მონაწილეთა შორისაც იქნებიან.
GEONOC.ORG.GE









